უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება - ეგზითპოლი

 
ეგზითპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა, უკრაინაში პოპულარულმა მსახიობმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხმების  30.4% მიიღო. ხოლო პეტრო პოროშენკომ 17.8%.  იულია  ტიმოშენკომ ხმების 14.2% მიიღო.  ინფორმაციას BBC  ავრცელებს. 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.   დღეს, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნებში 39 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. „მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით“,-განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-ის. ხოლო, პოროშენკომ ეგზითპოლის შედეგების შემდეგ განაცხადა, რომ ეს არის მისთვის „მკაცრი გაკვეთილი“.  საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით ლიდერობდნენ ვოლოდომირ ზელენსკი, იულია ტიმოშენკო და პეტრო პოროშენკო.  __________ ჩასწორება: თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა“.  სათაური ჩასწორდა ინფორმაციის განახლების გამო.