უკრაინის ვიზალიბერალიზაციას საბჭომ მხარი დაუჭირა - გადაწყვეტილებას ხელს 17 მაისს მოაწერენ

 
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ხელს 17 მაისს მოაწერენ - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.  the council has approved visa lib for #Ukraine. now only signature on 17 May, 14.30 CET left. ევროპარლამენტმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი 6 აპრილს დაუჭირა. უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე თანხმობა გამოხატა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 75-მა, თავი შეიკავა 36-მა დეპუტატმა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაში, 4 არაწევრ და შენგენის წევრობის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობენ.