უკრაინულ სოფელში ლენინის ქუჩას ლენონის ქუჩა დაარქვეს

 
დასავლეთ უკრაინაინის სოფელ კალინიში ვლადიმერ ლენინის ქუჩას სახელი შეუცვალეს და ჯონ ლენონის ქუჩა დაარქვეს. „რადიო თავისუფლების" ინგლისურენოვანი ბიუროს ცნობით, იმიერკარპატების ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ „დეკომუნიზაციის კანონის“ ფარგლებში სახელს 10 ქუჩას შეუცვლიან. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ვერ მოახერხა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დროულად შესრულება, რაც საბჭოთა სახელების შეცვლას გულისხმობს.