უნგრეთმა ახალი კანონით არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლი გაამკაცრა

 
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ხელისუფლების კონტროლს ზრდის. როგორც ექსპერტები იუწყებიან, ეს კანონი უპირველეს ყოვლისა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული, რომლებსაც ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებს. იმის მიუხედავად, რომ გაეროცა და ევროკავშირიც აღნიშნული კანონის მიღებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. როგორც აღვნიშნეთ, დოკუმენტი უშუალოდ ჯორჯ სოროსის ფონდის წინააღმდეგაა მიმართული. სოროსს სულ ცოტა ხნის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა „მავნე ამერიკელი ფინანსისტი, სპეკულიანტი“ უწოდა. კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, ვალდებულნი არიან, ყოველწლიურ ანგარიშში მიუთითონ  დაფინანსების წყარო და დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია.“ ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციას დახურვა ემუქრება.- იუწყება DW.