უსინათლო ადამიანებისთვის ხმოვანი წიგნების აპლიკაცია შეიქმნა

 
„საბას“ ახალი აპლიკაციის საშუალებით უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ხმოვანი წიგნების მოსმენა სმარტფონებსა და პლანშეტებში ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალი აპლიკაციის გამოყენებისათვის მომხმარებლები saba.com.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ და „SABA READER-ის“ უახლესი ვერსია ჩამოტვირთონ. კატალოგი მოიცავს ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები გახმოვანებულია მსახიობების და თავად ავტორების მიერ. უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე ხმოვანი წიგნი, რომელიც უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემა. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსა"  და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" მიერ განხორციელდა