ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

 
ვაკეში მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მუშა დაიღუპა.  როგორც ცნობილია, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.