ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვეს

 
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკი“ გაძარცვეს. ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვისას დაიჭრა ორი ადამიანიც, თუმცა დაჭრის ფაქტს შსს-ში არ ადასტურებენ. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაჭრილია ერთ-ერთი თანამშრომელი, სიმართლეს არ შეესაბამება. არც ცეცხლასასროლი და არც ცივი იარაღით ჭრილობა არ აქვს მიყენებული“, - უთხრეს „ლიბერალს“ შსს-ში.