ვაშაძე - 31%, ზურაბიშვილი - 28%, ბაქრაძე - 14% - Edison Research-ის გამოკითხვის შედეგები

 
„რუსთავი 2-მა“ მის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (სრული ალოკაციით) ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 31%; სალომე ზურაბიშვილი - 28%; დავით ბაქრაძე - 14%; შალვა ნათელაშვილი - 5%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 16%. რაც შეეხება იმ ამომრჩეველს, ვინც აპირებს არჩევნებზე წასვლას და არჩევანიც უკვე მიღებული აქვს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხმები ასე ნაწილდება: გრიგოლ ვაშაძე - 37%; სალომე ზურაბიშვილი - 32%; დავით ბაქრაძე - 16%; შალვა ნათელაშვილი - 6%; არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე - 0. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას“ - ასეთი იყო მკვლევართა კითხვა. მათ პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხეს.