ვატო შაქარიშვილი: საქართველო არ წავა კოლექტიურ სუიციდზე, საფრთხე ძალიან ხელშესახები გახდა

 
 თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი საპრეზიდენტო არჩევენების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება. „საქართველო არ წავა კოლექტიურ სუიციდზე. გადარჩენისთვის ბრძოლა ეს ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტია. საფრთხე ძალიან ხელშესახები გახდა!  დღეს, გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, გვერდში უნდა დავუდგეთ ბიძინა ივანიშვილს და მის შექმნილ პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, რომელთან ერთადაც 2012 წელს თავისუფლება მოვიპოვეთ! გვერდში უნდა დავუდგეთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2006 წლიდან იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ და რომელიც იქნება მოპოვებული თავისუფლების და სტაბილურობის გარანტი! სისხლით და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება განსაკუთრებით ძვირფასია და არც ერთი ადამიანი ამას ადვილად არ დათმობს! “, - წერს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი facebook-ის პირად გვერდზე.  ************ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები  დათვლილია. კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასეთია: