„ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ - 1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

 
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. გაეროს შიდსის პროგრამის ფარგლებში შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი კამპანია „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ (Hands Up For! #HIV) რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ისევე, როგორც შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებას. საქართველოში 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 3550 (მათ შორის, აფხაზეთში - 401) პაციენტი.  შიდსის ცენტრის მონაცემებით, შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა. ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება - 44.7%, დაუცველი სქესობრივი კავშირი - 52.4%, მათ შორის ჰომოსექსუალური კავშირი - 8.8%.აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2072 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 811 შემთხვევით, იმერეთი 781 შეთხვევით და აჭარა 697 შემთხვევით.