ვერეს ხეობაში კლდის ჩამოშლის გამო თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა დროებით აიკრძალა

 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო, ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა. გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით. მათივე ცნობით, ავტომანქანების მოძრაობა საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.