ვიდეო ► კანცელარიასთან პრემიერისთვის ბოტები მიიტანეს

 
მოქალაქეთა ჯგუფმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან პრემიერისთვის ბოტები მიიტანეს.  მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი „მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს" აპროტესტებენ.  ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერის მიერ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესახებ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას მოქალაქეებმა მასშტაბური „ჰაჰა" რეაქციით უპასუხეს, რასაც პოსტზე ათასობით ყალბი პროფილის მოწონება მოჰყვა.  „6 საათზე შევიკრიბებით კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვროდ დავუტოვებთ ბოტებს", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. „Like-პროცესის დისკრედიტირება" - მთავრობის პასუხი „ბოტებზე"​