ვიდეო ► რა ხდებოდა მანქანაში, როცა „ქართული მარშის“ წევრები გიორგი გაბუნიას დაესხნენ თავს

 
თამთა მურადაშვილმა, რომელიც „რუსთავი 2-ის“ იურისტია, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ ესხმიან თავს „ქართული მარშის“ წევრები მანქანას, რომელშიც გიორგი გაბუნია და თამთა მურადაშვილი სხედან.  19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ „ქართული მარშის“ წევრები შეიკრიბნენ, მათ ტელევიზიასთან აქცია გამართეს და „რუსთავი 2-ის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ტელეკომპანიის ეზოში არ უშვებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდენ, რომ გაბუნიამ მათი რელიგიური გრძნობები შეუარცხყო და ამიტომ ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.