ვიდეო► დაპატიმრებული ჟურნალისტის, ზაზა სვანაძის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან გაიმართა

 
პარლამენტთან ჟურნალისტ ზაზა სვანაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სვანაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებდნენ.  ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ზაზა სვანაძე შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.  სვანაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით მიმდინარეობს. ___________________________ სვანაძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ლიბერალს" უთხრა, რომ ზაზა სვანაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება ორ ეპიზოდზე დაიწყო, ერთ-ერთი ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრალდებაა, რომლითაც ჟურნალისტი 20 აპრილს დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, მეორე ეპიზოდი კი ეხება ჟურნალისტ ნინო არღვლიანს. ამ შემთხვევაშიც მუქარაა ბრალდება. ალექსანდრე კობაიძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების ეტაპზე დაკითხულია ნანა ლეჟავა, რომელიც აღწერს თუ რას განიცდიდა ნინო არღვლიანი ზაზა სვანაძის მხრიდან მუქარის შემცველი პოსტების გამო.