ვიდეო► ელექტრომობილების ბათუმელი მძღოლების საპროტესტო აქცია კანცელარიასთან

 
ბათუმელი ელექტრომობილების მძღოლები ბულვარის ტერიტორიაზე ელექტრომობილების აკრძალვას მთავრობის კანცელარიასთან აპროტესტებენ.  ბათუმის ბულვარში ველოსიპედის  გარდა სხვა სახის ყველანაირი ტრანსპორტით მოძრაობა 1 მაისიდან აიკრძალება. ისინი ითხოვენ, რომ ერთი წლით გადავადდეს აღნიშნული აკრძალვა, რადგან მათ საბანკო კრედიტებით შეიძინეს ტრანსპორტი და ამ ვალდებულებების გამო, ისინი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.