ვიდეო► გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს შეაგინა

 
ამ წუთებში გორში საკრებულოს წინ მიმდინარე აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფება. მან აქციაზე მყოფ ზაზა სარალიძეს შეაგინა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძეა. სიტყვიერი შეურაცხყოფა რაზმაძეს თავდაპირველად ზაზა სარალიძემ მიაყენა.  ვიდეო: ელისო კილაძე ვიდეო: რადიო „მოზაიკა" რაზმაძემ აქციას პოლიტიკურად მართული უწოდა.  დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გორის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას დღეს შეურთდნენ. აქციას 6 ივლისს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის მამა, მერაბ მერებაშვილი და მისი მხარდამჭერები მართავენ.