ვიდეო► ილიაუნის თვითმმართველობის წევრები სამართალდამცავებმა თსუ-ში შემოუშვეს

 
თსუ-ის დაცვამ ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ში დაუბრკოლებლად შეუშვა. თსუ-ის სტუდენტების ნაწილს კი უკვე მეორე დღეა დაცვა და პოლიცია შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. „ლიბერალთან" საუბარში თსუ-ის დაცვა აცხადებს, რომ შენობის გარეთ მყოფი პოლიციელების თანხმობის გარეშე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შენობის უკანა კართან ვერ მივიდოდნენ. „ციდან ხო არ ჩამოფრინდებიან, აქ მხოლოდ ერთი შემოსასვლელია", - ამბობს დაცვის თანამშრომელი.  პოლიციელები კი არ პასუხობენ „ლიბერალის" შეკითხვას - რატომ გამოუშვეს ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის უკანა შესასვლელთან. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უნიფორმის გარეშე იმყოფება, აღნიშნულ ფაქტს უარყოფს. ვიდეო:სოფო გოგიშვილი თსუ-ში უკანა კარიდან შემოსულმა ერთ-ერთმა პირმა „ლიბერალს" დაუდასტურა, რომ იგი ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრია. თსუ-ის დაცვამ ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ში დაუბრკოლებლად შეუშვა. თსუ-ის სტუდენტების ნაწილს კი უკვე მეორე დღეა დაცვა და პოლიცია შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.ვიდეო: ნათია ამირანაშვილი#თსუ #აუდიტორია115 #ავტონომიაუნივერსიტეტს #TSU16 #თსუ16 ვიდეო: ნათია ამირანაშვილი