ვინ იქნება საპატრიარქოს დელეგაციაში, რომელიც NATO-სა და ევროკავშირში გაემგზავრება

 
7-11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები NATO-სა და ევროკავშირის შტაბბინებში ვიზიტს გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში მათთან ერთად მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც გაემგზავრებიან. საპატრიარქო დელეგაციის შემადგენლობას აქვეყნებს: საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები: 1. დელეგაციის ხელმძღვანელი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); 2. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); 3. საქართველოს საპატრიარქოს წმ.მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე (გარეკელი); 4. გორისა და ატენის მიტროპოლიტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებითი მმართველი ანდრია (გვაზავა); 5. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; 6. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი კახაბერი გოგოტიშვილი; 7. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი დავით შარაშენიძე; 8. წმ.სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი); 9. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: 1. დელეგაციის ხელმძღვანელი: ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პაპუნა შენგელაია; 2. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტაპენტის უფროსი თორნიკე ნოზაძე; 3. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისდირექტორი, ქეთევან ჩაჩავა; – (ბრიუსელშია); 4. სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი; სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები (ორგანიზატორები) 5. არჩილ ყანჩაველი – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი (ბრიუსელშია); 6. მიხეილ მირზიაშვილი – განვითრებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; დელეგაცები საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ NATO-ს შტაბბინაში, სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებსა და ევროპარლამენტში; ასევე მოინახულებენ ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოს და შეხვდებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.