ვის უცხადებენ ნდობას რუსთავი 2-ის ჟურნალისტები?

 
დღევანდელი საინფორმაციო სამსახურის დასასრულს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა საჯარო განცხადებით მიმართეს არხის ახალ ხელმძღვანელებს და სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. კერძოდ, ამ გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შემდეგი შემადგენლობით:  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველი - ეკა გიგაური; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - სულხან სალაძე; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - გიორგი მშვენიერაძე; სამართლიანი არჩევნები - მიხეილ ბენიძე; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი; მედიამკვლევარი - ნინო დანელია; ჟურნალისტი - ზვიად ქორიძე; მედიაექსპერტი - ლაშა ტუღუში; დამატებით, ახალი ხელმძღვანელების მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში.  რუსთავი 2 - ის ჟურნალისტების აზრით, საბჭო იქნება არხის უცვლელი სარედაქციო და საკადრო პოლიტიკის განარტი.