ვისურვებ, შემდეგი არჩევნებიდან ქალები ორმაგად იყოთ ამ დარბაზში წარმოდგენილნი - პრეზიდენტი

 
დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს. დასკვნით სიტყვაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 8 მარტს არ იქნება საქართველოში და ქალებს წინასწარ მიულოცა ქალთა დღე.  „რადგან ამ საღამოს მივფრინავ ლიეტუვაში და არ ვიქნები ქვეყანაში 8 მარტს, მინდა, ქალბატონებს წინასწარ მოვულოცო ეს დღესასწაული, განსაკუთრებით - ამ დარბაზში მყოფ ქალებს და ვისურვო, რომ შემდეგი არჩევნებიდან იქნებით ორმაგად წარმოდგენილნი ამ დარბაზში," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას - სალომე ზურაბიშვილი​ პრეზიდენტი: გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა​