ვლადიმირ ნაბოკოვის მთელ მემკვიდრეობას ხელახლა გამოსცემენ

 
მწერლის მემკვიდრეობის სრული რევიზიის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელის საშუალებით გახდა, როდესაც რუსული გამომცემლობა Corpus-ის ხელმძღვანელმა სიახლე ფეისბუკზე გამოაქვეყნა.  სწორედ Corpus-ს გადასცა ნაბოკოვის ფონდმა უფლება მწერლის ყველა ძირითადი რუსული და ინგლისური ნაწარმოები ხელახლა გამოსცეს იმ პირობით, რომ თითოეულ ახალ წიგნში ტექსტი შედარებული იქნება დაზუსტებულ წყაროებთან, გასწორდება მრავალი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი შეცდომები, აღდგება წინა გამოცემებში შემთხვევით გამოტოვებული ფრაგმენტები, მითითებული იქნება შენიშვნები და კომენტარები იქ, სადაც ეს აუცილებელია. Corpus-ის მთელი ახალი სერიის რედაქტორია მკვლევარი, ნაბოკოვის მთარგმნელი და მწერლის ფონდის ექსპერტი ანდრეი ბაბიკოვი.  ახალი სერიისადმი მიღვნილ სტატიაში ბაბიკოვი მაგალითად წერს, რომ ნაბოკოვმა წერა-კითხვა (ერთდროულად, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად) ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში იწავლა და ბავშვობაში ათვისებული მართლწერა შეინარჩუნა რუსული ორთოგრაფიის რეფორმის შემდეგაც; რომ 1930 წელს „ლუჟინის დაცვა“ გამოქვეყნდა ბერლინში (მწერალი ამ დროს უკვე ემიგრაციაში იყო) და შემდეგ ხელახლა გამოიცა ახალი ორთოგრაფიით პარიზში 1967 წელს, თუმცა ტექსტის თარგმანი არათანმიმდევრულია; რომ რომანის „კამერა ობსკურა“ მეხუთე თავში გამქრალია 7 ბწკარი და ა.შ. ახალ სერიაში უკვე გამოიცა განახლებული პირველი ორი წიგნი: „ლოლიტა“ (1955) და „კამერა ობსკურა“ (1932); შემდეგ გამოიცემა „Машенька“ (1926), „Подвиг“ (1932) და „Отчаяние“ (1934).