ვოლსკი „გირჩის“ აქციაზე - ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს

 
პარლამენტის ვიცე - სპიკერმა    გია ვოლსკიმ  ჟურნალისტებთან „გირჩის“ გუშინდელ აქციაზე ისაუბრა. მისი თქმით,   ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს. გუშინ, 25 ნოემბერს,  ბიძინა ივანიშვილის სახლთან „გირჩის“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი „მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან" გამართეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს. მათ  თან ჰქონდათ  „ხატები" ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. აქტივისტებმა რეზიდენციასთან სანთლები აანთეს და ივანიშვილს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“ უმღერეს.