ვოლსკი სამადაშვილზე: ასეთი საქციელი გაუწონასწორებელ, პატარა გოგოებს ახასიათებთ

 
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სალომე სამადაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა,  სალომე სამადაშვილმა  დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებით მიმართა. მისი თქმით, გია ვოლსკიმ მის მიმართ გენდერულად დისკრიმინაციული ენა გამოიყენა.  საქმე ეხება 9 ოქტომბრის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას, სადაც გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. „რა გაყვირებს, გოგო“ - ამ სიტყვებით მიმართა გია ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს.  გია ვოლსკის თქმით, მას გენდერი არ უგულისხმია და პოლიტიკაში მეტი ქალი მეტ კდემამოსილებას, მეტ მოთმინებას, მეტ ანალიზსა და მეტ კომპეტენციას ნიშნავს. შესაბამისად, ის მეტი ქალის მონაწილეობას პოლიტიკაში ამიტომ უჭერს მხარს.  „როცა კოლეგა ლაპარაკობს და მას საუბარს მაღალ რეესტრში ყვირილით აწყვეტინებ, ეს ის საქციელია, რომელიც გაუწონასწორებელ, პატარა გოგონებს ახასიათებთ. ეს გენდერული საკითხი არ არის, გენდერი საერთოდ არ მიგულისხმია, მისი საქციელი ვიგულისხმე, რაც გათამამებული პატარა ბავშვის საქციელია. ასე ჩემი შვილიშვილი იქცევა ხოლმე. ჩემს ჭირვეულ შვილიშვილს თავი რომ დავანებოთ, ეს ჭირვეული პატარა გოგოს საქციელი იყო და გენდერი არ მიგულისხმია“, - აღნიშნავს ვოლსკიმ.  სამადაშვილი: ჩემ მიმართ დისკრიმინაციული ენის გამოყენების გამო გენდერულ საბჭოს მივმართავ.