ყატარმა ტერორისტებს გამოსასყიდის სახით მილიარდი დოლარი გადაუხადა
financial times-ის ცნობით,ყატარმა ტერორისტებს გამოსასყიდის სახით ერთი მილიარდი დოლარი გადაუხადა, როგორც ირკვევა ეს გახლდათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
როგორც financial times იტყობინება, გარიგება 2017 წლის აპრილში შედგა.
გაზეთის ცნობით, გამოსასყიდი განკუთვნილი იყო ირანში სანადიროდ მყოფი ყატარის სამეფო ოჯახის წევრებისა და სირიაში ტყვედ მყოფი 50 სამხედრო პირის გამოსახსნელად.
ამ ფაქტმა რიგი არაბული ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია.
"ყატარი, უკვე დიდი ხანია, მეზობელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკით აღიზიანებს; ის ფინანსებისა და ტელეკომპანია ალ-ჯაზირას მეშვეობით ცდილობს რეგიონში პოლიტიკური ვითარების წარმართვას."- წერს გამოცემა.