ყოფილ მეუღლეზე ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
ყოფილ ცოლზე ძალადობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 დეკემბრიდან 2018 წლის 14 ივნისამდე თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს თ.ლ-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის მაისში თ.ჯ-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით თ.ლ.-ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას მიმართა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა რომ, 2018 წლის პირველი ივნისიდან 14 ივნისამდე, თ.ჯ. ყოფილ მეუღლეს 3 000 ლარს სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თ.ლ.-ს, ასევე დაზარალებულის ძმის და მამის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თ.ლ-მ მუქარის შიშით 2018 წლის 14 ივნისს თ.ჯ-ს მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 500 ლარი გადასცა.
სამართალდამცველებმა თ.ჯ. 2018 წლის 14 ივნისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.