ყველაზე ხშირ დანაშაულად მოქალაქეები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს ასახელებენ - NDI

 
NDI-ს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, ბოლო 10 წელიწადში, როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? მოსახლეობის 18%-ის აზრით, გაუმჯობესდა; 32% პასუხობს, რომ იგივე დარჩა; 43%-ის აზრით, გაუარესდა; 7% პასუხობს - არ ვიცი. შეკითხვაზე - თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დანაშაულია ყველაზე ხშირი? მოქალაქეები ასე პასუხობენ: 25% - ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული; 21% - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; 20% - ავტოსაგზაო სემთხვევები/ავარიები; 14% - მკვლელობა; 5% - ოჯახში ძალადობა; 4% - არასრულწლოვანთა დანაშაული; 1% - ფიზიკური შეურაცხყოფა; 1%- სექსუალური შევიწროება/ ძალადობა; 1% - უკანონო მიგრაცია; 1% - სხვა; 7% - არ ვიცი.  პოლიციის საქმიანობის შეფასება როგორ შეაფასებდით საქართველოში პოლიციის საქმიანობას? 7% - ძალიან კარგად; 60% - კარგად; 18% - ცუდად; 3% - ძალიან ცუდი; 12% - არ ვიცი; 0% - არ ვიცი; _______________________ კვლევა ჩატარებულია ჩატარებული NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ .კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს: ❖ სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად ❖ კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა ❖ შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ❖ რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით ❖ არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება ❖ ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.