ზაზა სარალიძის დაკავებული მეგობრები ხელწერილით გაათავისუფლეს
როგორც შინაგან საქმეთა სამინიტროში "ლიბერალს" განუცხადეს, სასამართლოში, პროტესტის გამოხატვისას დაკავებული, ზაზა სარალიძის მეგობრები, ხელწერილით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, განაჩენი გამოცხადდა, 3 ადამიანი დააკავეს.
სწორედ მათი გათავისუფლება იყო ზაზა სარალიძის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომლითაც მან შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა.
მან ასევე მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, დაუდგენ გვერდში და 7 საათზე მთავარ პროკურატურასთან მივიდნენ.