ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა - შსს

 
ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.  „პირველი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საწყობში, სადაც ორ პირს რელსები დაეცა.