„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობაც ზოგჯერ შეიძლება“ - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დღეს ჟურნალისტებთან მიმართებაში მისი გამონათქვამები იყო ხუმრობა და ვინც ეს ხუმრობად არ მიიღო, ბოდიშის უხდის.
„ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე. ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები სულ მუდამ. იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად... თუ ვინმემ ეს სერიოზულად მიიღო, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი, – ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებით.
„სასახლესთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ხვალ ვრცელ გამოსვლაში, სადაც ყველაფერზე იქნება საუბარი, ამ თემაზე ჩემს პოზიციას გავიმეორებ, მაგრამ უკვე არის ნათქვამი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.