ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 13%-მა ვერ გადალახა

 
ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა დაახლოებით 13%-მა ვერ გადალახა. ამის შესახებ „ლიბერალს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. შარშან ზღვარი დაახლოებით აბიტურიენტების 12%-მა ვერ გადალახა.  დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი.  ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად მიიჩნევა, თუ აბიტურიენტმა მიიღო: 6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) - 24 ქულა და მეტი; 6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) - 23 ქულა და მეტი; 7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) - 23 ქულა და მეტი; 7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) - 22 ქულა და მეტი.