ზურაბ გურიელიძე პროკურატურაში დაკითხვაზეა
პროკურატურამ გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.
რამდენიმე საათის წინ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მტაცებელმა მამაკაცი დაგლიჯა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.