ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე „გირჩის“ კანდიდატი იქნება
ზურაბ ჯაფარიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე „გირჩის“ კანდიდატი იქნება. მისი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძის დარეგისტრირება „გირჩსაც“ შეუძლია, ამიტომ, მისივე თქმით, სახელს აღარ შეიცვლის.
თუმცა მანამდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზურაბ ჯაფარიძეს განუცხადა, რომ ის ვერ დარეგისტრირდებოდა როგორც პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, რადგან „გირჩი“ წინა არჩევნებზე უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. სწორედ ამიტომ ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდა, რომ ის სახელს შეიცვლიდა და გახდებოდა - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისივე თქმით, ამ გზით „გირჩი" საარჩევნო ბიულეტენში მოხვდებოდა.