ზურაბ ჯაშმა ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო

 
ქართველი მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.  განათლების სამინისტროს ცნობით, პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში, ფიზიკაში მოსწავლეთა  49-ე  საერთაშორისო ოლიმპიადა  (IPhO) დასრულდა, სადაც  საქართველო მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრებით იყო  წარმოდგენილი. ასპარეზობაზე  საუკეთესო შედეგი  აჩვენა  და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ ჯაშმა  (ვეკუას სკოლა).  საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს - დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს. წელს ოლიმპიადაში 80 ქვეყნის 400 მოსწავლე მონაწილეობდა.