ზურაბ ქარუმიძის რომანი გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო სამეულშია

 
გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის SWR-ის თებერვლის საუკეთესო წიგნების ნუსხაში ზურაბ ქარუმიძის წიგნი „დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი“ მესამე ადგილს იკავებს. გამოცემა ყოველთვიურად აქვეყნებს საუკეთესო ათეულს.  სიას 25-კაციანი ჟიური ადგენს (გერმანელი, ავსტრიელი, შვეიცარელი კრიტიკოსები და ჟურნალისტები).  ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა - დაგნი იუელი თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა - ზურაბ ქარუმიძე ამ ლეგენდარული ქალის ისტორიას მოგვითხრობს.  „მესამე ადგილზე გავედით, "დაგნისთან" ერთად, ერთ-ერთ უცნობილეს გერმანულ ნუსხაში. გერმანიაში გამოსული საუკეთესო წიგნების ამ ტოპ-ათეულს აგერ უკვე ორმოცი წელია აქვეყნებენ ხოლმე, თვეში ერთხელ“, - წერს ზურაბ ქარუმიძე