ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწოდებს, გამოასწორონ სერიალში დაშვებული შეცდომა

 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლიცია: ახალი ორლეანის“ ახალ სერიაში ე.წ.  სამხრეთ ოსეთი „რუსეთის პროვინციად“ არის წარმოდგენილი.  „ეს შეცდომა სინოფსისში უპასუხისმგებლობაა და ჩვენ მოვუწოდებთ CBS-ს და შოუს სცენარისტებს, რომ პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სცენარში საჭირო შესწორებები შეიტანონ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.  ამ დროისთვის Youtube-ზე სერიალის მე-5 სეზონის 21-ე ეპიზოდის ანონსის ნახვა საქართველოდან არ არის შესაძლებელი. An upcoming episode of @NCISNewOrleans set to feature #Georgia’s ‘South Ossetia’ as a “Russian province” is troubling. This synopsis mistake is irresponsible and we call on @CBS and the show’s writers to respect Georgia’s territorial integrity and make the necessary changes.