ზვიად რატიანს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა - „ახალი წელია თორემ დაგაპატიმრებდი“

 
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ, ზვიად რატიანის საქმეზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ზვიად რატიანს სასამართლომ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, მოსამართლემ რატიანს უთხრა: ახალი წელია, თორემ დაგაპატიმრებდი. ბრალდების მხარე რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.  სასამართლოსთან მწერლები და რატიანის გულშემატკივრები არიან შეკრებილი და აქცია-პრეფორმანსს მართავენ. __________________________________________________________