მათემატიკის მასწავლებელი

 
მათემატიკის მასწავლებელი: სკოლა, უნივერსიტეტი, SAT
VIP
ნუცა
თბილისი
0 შეფასება

მათემატიკის მასწავლებელი: სკოლა, უნივერსიტეტი, SAT

გინდა მათემატიკაში უფრო ძლიერი გახდე, შედეგები გააუმჯობესო და ცოდნა ახალ დონეზე აიყვანო? კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ვარ და მათემატიკას 6 წელზე მეტია ვასწავლი. ინდივიდუალურ მომზადებას ვთავაზობ ნებისმიერი ასაკისა და აკადემიური დონის მოსწავლეს. - სასკოლო პროგრამის სრულად შესწავლა; - საშინაო დავალებების მომზადებაში დახმარება; - ცოდნის გაღრმავება და ლოგიკური აზროვნების განვითარება; - გამოცდებისთვის მზადება (SAT, IELTS); - უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების მომზადება; - ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლის საჭიროებისა და ტემპის მიხედვით. მეცადინეობა შეიძლება ქართულად და ინგლისურად.

ტელ: 599 72 * * * * ტელ: 599 72 02 79
მომზადება მათემატიკასა და კალკულუსში
VIP
გიორგი
თბილისი
0 შეფასება

მომზადება მათემატიკასა და კალკულუსში

მომზადება და სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკულუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის: მომზადება მათემატიკასა და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE-ის (International General Certificate of Secondary Education) A და AS levels გამოცდებისთვის: მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT-ისა (Scholastic Assessment Test) და PSAT-ის გამოცდებისთვის: მათემატიკა. მომზადება EJU-ს (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის: მათემატიკა. მომზადება Gaokao 高考-ს (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის: მათემატიკა. სტუდენტებისთვის: მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test-ისა და GRE Mathematics Subject Test-ისთვის. მიღება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე ხდება.

ტელ: 555 48 * * * * ტელ: 555 48 11 19
მომზადება მათემატიკაში
VIP
საბა
თბილისი
0 შეფასება

მომზადება მათემატიკაში

✨ აღმოჩენების მოგზაურობა რიცხვებისა და მეცნიერების სამყაროში ჩემ შესახებ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და მოწვეული ბიოფიზიკის ლექტორი ვარ. ფიზიკა და მათემატიკა ჩემი დიდი სიყვარულია: ამ საგნებში საქართველოსა და საერთაშორისო ოლიმპიადების გამარჯვებული ვარ, ამიტომ კარგად ვიცი, რა სჭირდება მოსწავლეს წარმატებისთვის როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილზე, ისე ოლიმპიადისთვის მომზადებისას. ჩემთვის ყოველი გაკვეთილი მოგზაურობაა, სადაც მედიცინის სიზუსტე რიცხვების მაგიას ხვდება. ბავშვებთან მუშაობის დიდმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ყოველ ახალგაზრდა გონებაში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალი ბჟუტავს. ჩემი მიზანია, ეს ნაპერწკალი ცოდნის ცეცხლად ავაგიზგიზო. ვის ველოდები ამ მოგზაურობაში: XII კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. ჩემი ფილოსოფია: - ინდივიდუალური გზა: არ არსებობს ორი ერთნაირი მოსწავლე, ამიტომ თითოეულისთვის მასზე მორგებულ პროგრამას ვქმნი; - სირთულე სიმარტივედ: რთულ ცნებებს შემოქმედებითი მეთოდებით ადვილად მოსანელებელ სიბრძნედ ვაქცევ; - სწავლა როგორც თავგადასავალი: გაკვეთილი მოსაწყენი მოვალეობა კი არა, საინტერესო აღმოჩენების ჯაჭვია; - მიზანი, აკადემიური სრულყოფილება: ყოველი სესია კიდევ ერთი ნაბიჯია წარმატებისკენ. ფასი: კლასსა და მეცადინეობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. დამიკავშირდით და ერთად შევარჩევთ საუკეთესო ვარიანტს. შემომიერთდით! მოდით, ერთად ჩავუღრმავდეთ რიცხვებისა და მეცნიერული საოცრებების მომხიბვლელ სამყაროს. მომავალი აღმოჩენებს ელის, მე კი აქ ვარ, რომ გზა გავუკვალო!

ტელ: 579 99 * * * * ტელ: 579 99 18 20
მოვამზადებ მათემატიკასა და კალკულუსში
VIP
ანა
თბილისი
0 შეფასება

მოვამზადებ მათემატიკასა და კალკულუსში

გამარჯობა! მე ანა ვარ. დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმართულებით ვაგრძელებ სწავლას. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და უმაღლეს აკადემიურ შედეგებს მიაღწიონ. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში უმაღლესი შედეგი მივიღე და 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მაქვს. გამოცდილება: - რეპეტიტორად უკვე 4 წელია ვმუშაობ და წარმატებული გამოცდილება მაქვს როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობისა. ჩემი მიზანია, მოსწავლეს ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება განვუვითარო, რათა ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეძლოს. მომსახურება მოიცავს: - სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასის) მომზადებას: დახმარებას საშინაო დავალებებში; - საკონტროლოსა და გამოცდებისთვის მომზადებას, ჩამორჩენილი მასალის დაძლევას, სკოლის პროგრამის გაღრმავებას და ლოგიკურ ამოცანებს, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა); - სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა); ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე; სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დონისა და ხანგრძლივობის მიხედვით). დამიკავშირდით, რომ თქვენი მიზნები განვიხილოთ და პირველი გაკვეთილი დავგეგმოთ!

ტელ: 551 80 * * * * ტელ: 551 80 40 50
მათემატიკის მასწავლებელი
VIP
ნიკოლოზი
თბილისი
0 შეფასება

მათემატიკის მასწავლებელი

თსუ-ს ფიზიკის მაგისტრი და დოქტორანტურის სტუდენტი ვარ. მოსწავლეების მომზადების 4-წლიანი გამოცდილება მაქვს. მოსწავლეებს მათემატიკაში მოვამზადებ. გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი. გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: სტანდარტულად 2, მოთხოვნის შემთხვევაში 3. ჩატარების რეჟიმი: ონლაინ. ონლაინ გაკვეთილის საფასური: 25 ლარი. გაკვეთილის ფიზიკურად ჩატარებაც შესაძლებელია, მოსწავლესთან მისვლით, თუ გაკვეთილი ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს (გარდა დიდი დიღმისა). ასეთი გაკვეთილის საფასური 40 ლარია.

ტელ: 599 13 * * * * ტელ: 599 13 11 26
ეროვნული გამოცდები, SAT, კომაროვი, ვეკუა
VIP
მომხმარებელი
თბილისი
0 შეფასება

ეროვნული გამოცდები, SAT, კომაროვი, ვეკუა

მათემატიკაში მომზადება: • ეროვნული გამოცდებისთვის; • კომაროვისა და ვეკუას მისაღები გამოცდებისთვის; • სამაგისტრო გამოცდებისთვის; • SAT-ისთვის; • სკოლის პროგრამაში. საფრანგეთში დიპლომირებული მათემატიკოსი, ფუნდამენტური და გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი ვარ. რეპეტიტორობის 10-წლიანი გამოცდილება მაქვს და მოსწავლეების მაღალი შედეგები ეროვნულ გამოცდებში. ჩემი სწავლების მეთოდიკა მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.

ტელ: 597 08 * * * * ტელ: 597 08 26 03
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
VIP
ნანა
თბილისი
0 შეფასება

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ თავისი მასწავლებელი არ უპოვია. ამიტომ მე, 17-წლიანი გამოცდილების სერთიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება. ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში. სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად რთულ ფორმულებს მარტივ ლოგიკად აქცევთ ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე. ეს ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, ონლაინ იქნება თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება. დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე.

ტელ: 557 04 * * * * ტელ: 557 04 50 80
ვამზადებ მათემატიკაში
VIP
ლუკა
თბილისი
0 შეფასება

ვამზადებ მათემატიკაში

გამარჯობა! თავისუფალი უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ასევე დამთავრებული მაქვს კომაროვი, ამიტომ ჩემს კომპეტენტურობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. თუმცა თუ მაინც ასეა, იმასაც გეტყვით, რომ მათემატიკის ეროვნულებში მაქსიმალური ქულა ავიღე. მაგრამ ეს ყველაფერი მთავარი არ არის. მთავარია, იცოდე შენი ცოდნის გაზიარების ის მარტივი ხრიკები, რომლებიც მოსწავლეს ამა თუ იმ საკითხს მიახვედრებს. ასევე უნდა ხვდებოდე, რომ ყველა მოსწავლეს საკუთარი მიდგომა სჭირდება და მე ყველაფერს გპირდებით. გარანტიას გაძლევთ, რომ ყველაფერს მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნი და მათემატიკას გავაგებინებ.

ტელ: 593 10 * * * * ტელ: 593 10 37 93