გავასესხებ

 




სესხი კერძო პირისგან – უპირატესობები, რისკები, და ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

 

ფინანსური საჭიროებები ადამიანს ოდითგანვე გააჩნდა და სხვადასხვა გზებით ხდებოდა ამ პრობლემის გადაჭრა. დღეს კი ამავე მიზეზით ადამიანები ხშირად იღებენ სესხს როგორც ბანკებიდან ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

მოდი მოკლედ განვიხილოთ ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები:

სესხის ასაღებად ბანკის უპირატესობები არის:

•საპროცენტო განაკვეთი;

•გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკი; •კრედიტის ისტორიის შექმნა, რაც სამომავლოდ გავლენას იქონიებს თქვენს ისტორიაზე;

•სანდოობა.

 

უარყოფით მხარეებს ხომარ გამოვტოვებთ?

•მას აქვს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები;

•საჭიროებს გრძელი პროცედურის გავლას;

•გასათვალისწინებელია ისიც, რომ მინიმალურ თანხას არ გასცემენ ხოლმე.

 

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს:

•ხშირად სწრაფად ამტკიცებს სესხს;

•ამტკიცებს მცირე თანხებზეც;

•გააჩნია მინიმალური მოთხოვნები;

•პროცედურის გავლა შესაძლებელია დისტანციურად.

 

უარყოფითი კი ის არის რომ:

•აქვს  მაღალი საპროცენტო განაკვეთი;

•მოკლე გადახდის ვადები;

• საკმაოდ მაღალი ჯარიმები.

ამ ყველაფრის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ სესხის კერძო პირისგან აღება, რადგან უფრო მოსახერხებელი და სწრაფია და სხვათა შორის მიმართვიანობა საკმაოდ ხშირია.

მოდი განვიხილოთ თუ როგორ უნდა აიღოთ სესხი კერძო პირისგან, რას უნდა ელოდოთ, როგორ აირიდოთ თავიდან პრობლემები და რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.

აბა თუ იცით ან გსმენიათ რას ნიშნავს კერძო პირისგან სესხის აღება და როგორ მუშაობს?

კერძო პირისგან სესხის აღება ნიშნავს, რომ თქვენ თანაკვეთა არც ბანკთან და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არ გაქვთ. ეს არის კერძო პირი, რომელიც თანხას გაძლევთ კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, კონკრეტული ვადითა და საპროცენტო განაკვეთით.

ამ პროცედურას ის დადებითი მხარეები გააჩნია, რომ აქვს მოქნილი პირობები, შენზე მორგებული საპროცენტო განაკვეთი და ვადები, არის გაცილებით სწრაფი პროცედურა და არანაირად არ საჭიროებს ბიუროკრატიული პროცედურების გავლას.

რაც მთავარია გააჩნია მოსახერხებელი გადახდის პირობები და სირთულისა თუ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოლაპარაკებით კონკრეტულ შეთანხმებამდე მიღწევა შესაძლებელია.

თუმცა რისკებსა და საფრთხეს აბსოლუტურად ყველაფერი შეიცავს.

თუ შეთანხმებას ოფიციალური სახე არ მიეცა, სამომავლოდ სამართლებრივად საკუთარი თავისა და უფლებების დაცვა გაგიჭირდებათ, ამავდროულად, ზოგიერთ კერძო პირს შეუძლია მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს, ან შეთანხმებული განაკვეთი მოულოდნელად გაზარდოს, ამასთანავე თუ მოხდა ისე რომ ვერ იხდი თანხას შესაძლოა კრედიტორმა გიჩივლოს ან თანხის დასაბრუნებლად არასასიამოვნო გზები გამოიყენოს.

 

მაგრამ, ამ ყოველივეს თავიდან აცილება რეალური და  შესაძლებელია.

როგორ ავიღოთ კერძო სესხი უსაფრთხოდ?

•პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ ეს არის კრედიტორის სანდოობის შესწავლა.

დღეს კონკრეტულ ადამიანებზე არ არის რთული ინფომრაციის მოძიება და იმაში დარწმუნება ეს ადამიანი სანდოა თუ არა.

•ისევ და ისევ აუცილებლად დადევით წერილობითი ხელშეკრულება, ყველაფერი, ყველა სიტყვა პირობა უნდ აიყოს წერილობით გაფორმებული. ხელშეკრულებაში უნდა იყოს მითითებული:

-სესხის ოდენობა;

-გადახდის გრაფიკი;

-საპროცენტო განაკვეთი;

-პირგასამტეხლო დაგვიანების შემთხვევაში.

აუცილებელია, რომ ეს ყოველივე ნოტარიუსთან გაფორმდეს.

დიდი თანხის სესხებისას, უმჯობესია ნოტარიული დამოწმება, რაც ორივე მხარის უფლებებს დაიცავს;

თუ სესხი უზრუნველყოფილია ქონებით, აუცილებელია ნოტარიუსთან გაფორმება.

და აუცილებდ მოერიდეთ ისეთი პირებისგან ფულის აღებას, რომლებიც ძალადობრივ ან უკანონო მეთოდებს იყენებენ თანხის დასაბრუნებლად, ამის გარკვევა კი უმარტივესია, მით უფრო, რომ დღეს ინფორმაცია ყველაზე და ყველაფერზე ღია და ხელმისაწვდომია.

პატარა ქვეყანაში ყველა ერთმანეთს იცნობს, სოციალურ ქსელთან წვდომა ასევე უამრავ ადამიანს აქვს და ხშირად ადამიანები მათ ცუდ გამოცდილებას ღიად აფიქსირებენ სხვადასხვა ფართომასშტაბიან ჯგუფებში. შესაბამისად კონკრეტულ ადამიანზე ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდებათ.

მოკლედ, სესხის აღება კერძო პირისგან იდეალური გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან სხვა ფინანსური ორგანიზაცია უარს გეუბნება კრედიტზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გზას თავისი რისკები და საფრთხეები აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება იყოს ფორმალურად გაფორმებული და კრედიტორი იყოს სანდო.

თუკი სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია შეადაროთ ყველა ალტერნატივა, გაითვალისწინოთ რისკები და მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები.