გავასესხებ

 
იპოთეკური სესხები შემოსავლების დადასტურების გარეშე
SUPER VIP
გიორგი
თბილისი
1 შეფასება

იპოთეკური სესხები შემოსავლების დადასტურების გარეშე

გთავაზობთ იპოთეკურ სესხს თბილისში მდებარე უძრავი ქონების (კორპუსის ბინა, საოფისე, კომერციული ფართი, კერძო სახლის) გარანტიის საფუძველზე 1 დღეში • შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. • საპროცენტო განაკვეთი: თვეში 2 %. დან 3% მდე, როგორც დოლარში ასევე ლარში. გააჩნია ბინის მდებარეობას და მდგომარეობას. ასევე უძრავი ქონებით გარანტირებული ინვესტიცია 5000$-დან! მოახდინეთ კაპიტალის რეალიზაცია ბინების, მიწის ნაკვეთებისა და კომერციული ფართების იპოთეკით. უსაფრთხოების გარანტია: ქონების რეგისტრაცია თქვენს სახელზე საჯარო რეესტრში. ისარგებლეთ სტაბილური ყოველთვიური მოგებით 6 თვის განმავლობაში, ვადის გაგრძელების პერსპექტივით. დეტალური კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით!

ტელ: 577 42 * * * * ტელ: 577 42 48 49
სესხები
VIP
იპოთეკური სესხე
თბილისი
0 შეფასება

სესხები

გაასესხებ თანხას 1.5%-დან 2%-მდე უძრავი ქონების გარანტიით, სახელფასო ცნობის და თავდების გარეშე . თანხა გაიცემა 1000$-დან 500000$-მდე, როგორც ლარში ასევე დოლარში. თანხას გავცემთ შეფასებიდან გამომდინარე 50 %-ს ერთ დღეში საკურორტო ზონებში ( ბათუმი, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ბაკურიანი , ბორჯომი, ხაშური, სურამი, მცხეთა-საგურამო, რუსთავი, , წავკისი შინდისი , საგურამო, ტაბახმელა, თბილისი) ბინების, კერძო სახლების , კომერციული ფართების თეთრი და შავი კარკასების, მიწის ნაკვეთების და პროექტიანი მიწების გარანტიით ვაფინანსებთ ბინის ღირებულების 50% -ს გვაქვს კლებადი გრაფიკი, ასევე 1-დან 10-წლამდე იპოტეკური და კერძო თანხებიც მხოლოდ პროცენტის გადახდით. ვაკეთებოთ პორტირებას, გადაგირავებას-ნოტარიუსის თანხმობით და საჯარო რეესტრში დამოწმებით. ასევე ვიგირავებთ ბინებს ნებისმიერ თანხებში მეპატრონის ცხოვრების უფლებით და საჯარო რეესტრში გაფორმებით. არ აქვს მნიშვნელობა როგორი ისტორია გაქვთ ბანკში! მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ტეეფონის ნომერზე 595094500 595766876

ტელ: 595 09 * * * * ტელ: 595 09 45 00




ბლოგი



სესხი ბანკებისგან, მიკრო საფინანსოებისგან და კერძო გამსესხებლისგან – უპირატესობები, რისკები, და ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

 

ფინანსური საჭიროებები ადამიანს ოდითგანვე გააჩნდა და სხვადასხვა გზებით ხდებოდა ამ პრობლემის გადაჭრა. დღეს კი ამავე მიზეზით ადამიანები ხშირად იღებენ სესხს როგორც ბანკებიდან ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

მოდი მოკლედ განვიხილოთ ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები:

სესხის ასაღებად ბანკის უპირატესობები არის:

•საპროცენტო განაკვეთი;

•გრძელვადიანი დაფარვის გრაფიკი;

•კრედიტის ისტორიის შექმნა, რაც სამომავლოდ გავლენას იქონიებს თქვენს ისტორიაზე;

•სანდოობა.

 

უარყოფით მხარეებს ხომარ გამოვტოვებთ?

•მას აქვს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები;

•საჭიროებს გრძელი პროცედურის გავლას;

•გასათვალისწინებელია ისიც, რომ მინიმალურ თანხას არ გასცემენ ხოლმე.

 

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს:

•ხშირად სწრაფად ამტკიცებს სესხს;

•ამტკიცებს მცირე თანხებზეც;

•გააჩნია მინიმალური მოთხოვნები;

•პროცედურის გავლა შესაძლებელია დისტანციურად.

 

უარყოფითი კი ის არის რომ:

•აქვს  მაღალი საპროცენტო განაკვეთი;

•მოკლე გადახდის ვადები;

• საკმაოდ მაღალი ჯარიმები.

კერძო იპოთეკური სესხი

2018 წლიდან, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კერძო გამსესხებლებს, ე.წ. მევახშეებს აღარ აქვთ უფლება, რომ გარანტიის სახით მსესხებლისაგან უძრავი ქონების ანუ ბინის იპოთეკით დატვირთვა მოითხოვონ.

მაგრამ "სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით" თუ არის დაინტერესება პოტენციური მსესხებლისგან ასეთ სესხზე, უშუალოდ ხელშეკრულებასთან რომ მიდის საქმე, გამსესხებელი სთავაზობს მსესხებელს „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულების გაფორმებას“ 

კერძო გამსესხებლიდან თანხის გაპროცენტება იპოთეკის გარეშე ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია.

ამ ყველაფრის მიუხედავად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ პროცენტიანი სესხის კერძო პირისგან აღება, მრავლადაა ინტერნეტ სივრცეში მსგავსი შეთავაზებები მაგ: გავასესხებ ფულს პროცენტით, გავასესხებ თანხას, ვაპროცენტებ ფულს და აშ  რადგან უფრო მოსახერხებელი და სწრაფია და სხვათა შორის მიმართვიანობა საკმაოდ ხშირია.

მოდი განვიხილოთ  როგორ აირიდოთ თავიდან პრობლემები და რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად.

აბა თუ იცით ან გსმენიათ რას ნიშნავს კერძო პირისგან ფრაზა გავასესხებ პირად თანხას და როგორ მუშაობს?

კერძო იპოთეკური სესხი ნიშნავს „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულების გაფორმებას“ , რომ თქვენ თანაკვეთა არც ბანკთან და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არ გაქვთ. ეს არის კერძო პირი, რომელიც თანხას გაძლევთ კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე, კონკრეტული ვადით.

ამ პროცედურას ის დადებითი მხარეები გააჩნია, რომ აქვს მოქნილი პირობები, შენზე მორგებული საპროცენტო განაკვეთი და ვადები, არის გაცილებით სწრაფი პროცედურა და არანაირად არ საჭიროებს ბიუროკრატიული პროცედურების გავლას.

რაც მთავარია გააჩნია მოსახერხებელი გადახდის პირობები და სირთულისა თუ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მოლაპარაკებით კონკრეტულ შეთანხმებამდე მიღწევა შესაძლებელია.

თუმცა რისკებსა და საფრთხეს აბსოლუტურად ყველაფერი შეიცავს.

თუ შეთანხმებას ოფიციალური სახე არ მიეცა, სამომავლოდ სამართლებრივად საკუთარი თავისა და უფლებების დაცვა გაგიჭირდებათ, ამავდროულად, ზოგიერთ კერძო პირს შეუძლია მაღალი საპროცენტო განაკვეთი დააწესოს, ან შეთანხმებული განაკვეთი მოულოდნელად გაზარდოს, ამასთანავე თუ მოხდა ისე რომ ვერ იხდი თანხას შესაძლოა კრედიტორმა გიჩივლოს ან თანხის დასაბრუნებლად არასასიამოვნო გზები გამოიყენოს.

 

მაგრამ, ამ ყოველივეს თავიდან აცილება რეალური და  შესაძლებელია.

•პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოთ ეს არის კრედიტორის სანდოობის შესწავლა.

დღეს კონკრეტულ ადამიანებზე არ არის რთული ინფორმაციის მოძიება და იმაში დარწმუნება ეს ადამიანი სანდოა თუ არა.

დიდი თანხის სესხებისას, უმჯობესია ნოტარიული დამოწმება, რაც ორივე მხარის უფლებებს დაიცავს;

თუ აღებულია სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით, აუცილებელია ნოტარიუსთან გაფორმება.

და აუცილებლად მოერიდეთ ისეთი კერძო გამსესხებლისგან ფულის სესხებას, რომლებიც ძალადობრივ ან უკანონო მეთოდებს იყენებენ თანხის დასაბრუნებლად, ამის გარკვევა კი უმარტივესია, მით უფრო, რომ დღეს ინფორმაცია ყველაზე და ყველაფერზე ღია და ხელმისაწვდომია.

პატარა ქვეყანაში ყველა ერთმანეთს იცნობს, სოციალურ ქსელთან წვდომა ასევე უამრავ ადამიანს აქვს და ხშირად ადამიანები მათ ცუდ გამოცდილებას ღიად აფიქსირებენ სხვადასხვა ფართომასშტაბიან ჯგუფებში. შესაბამისად კონკრეტულ ადამიანზე ინფორმაციის მოძიება არ გაგიჭირდებათ.

მოკლედ, ფულის გაპროცენტება კერძო პირისგან გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ან სხვა ფინანსური ორგანიზაცია უარს გეუბნება კრედიტზე. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გზას თავისი რისკები და საფრთხეები აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულება იყოს ფორმალურად გაფორმებული და კრედიტორი იყოს სანდო.

თუკი სასწრაფოდ გჭირდებათ თანხა, გადაწყვეტილების მიღებამდე უმჯობესია შეადაროთ ყველა ალტერნატივა, გაითვალისწინოთ რისკები და მიიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება, რათა მომავალში თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები.