დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

05 ოქტომბერი, 2015

 
დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან დაკავებულ აქციის მონაწილეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის (ხულიგნობა) მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთ დაკავებულს, მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ბრალი ცემის (125-ე მუხლი) მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ცნობით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.