1. ზოგადი წესები და პირობები
1.1 ყოველგვარი ორაზროვნების გამოსარიცხად შუამავალს აქვს მხოლოდ შუამავლის როლი და მას სხვა მხრივ არც ერთ შემთხვევაში და არანაირი მოცულობით არ ეკისრება პასუხისმგებლობა.
1.2. შუამავალი უზრუნველყოფს განცხადებების განთავსებას ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში, რაც მომხმარებელს ეხმარება მომსახურების ადვილად მოძებნაში. შუამავალი არ არის ვებ-გვერდის მომხმარებელთა შორის არსებული ურთიერთობების მხარე. შუამავალი ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
1.3 საიტზე განთავსებული განცხადებების და ინფორმაციის მიზანია მომხმარებლის მომსახურების რეალიზაციაში ხელშეწყობა.
1.4 ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღწერილი მომსახურების ხარისხი, უსაფრთხოება, კანონიერება, აღწერასთან შესაბამისობა ან სხვა პირობები არ და ვერ კონტროლდება შუამავალის მიერ.
1.5 საიტზე განთავსებული განცხადებების და ინფორმაციის მიზანია მომხმარებლის მომსახურების რეალიზაციაში ხელშეწყობა.
1.6 ნებისმიერი პირი საიტზე პირად ინფორმაციას ათავსებს საკუთარი ნებით, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად.
1.7 ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი სრულად ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს და რომ ინფორმაცია იქნება საჯარო და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა.
1.8 ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა თანამდევ რისკს ანდა პასუხისმგებლობას.
1.9 მომხმარებელი ვალდებულია გარიგების დადების დროს იყოს გულისხმიერი, კეთილსინდისიერი და გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული საშუალება რათა გადაამოწმოს ინფორმაციის უტყუარობა.
1.10. მომხმარებლის მიერ შუამავლისთვის ჩარიცხული თანხა მომხმარებელს უკან არ უბრუნდება (გარდა იმ შემთხვევებისა თუ ჩარიცხვა მოხდა აშკარა შეცდომის საფუძველზე), რაზეც მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
1.11. თუ მომხმარებლის მიერ ბალანსზე ბოლო ჩარიცხვიდან 24 თვის განმავლობაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რაიმე სახის აქტივობა, კერძოდ, ახალი განცხადების განთავსება, არსებული განცხადების განახლება ან რედაქტირება, შუამავალს უფლება აქვს გაანულოს ბალანსი.
1.12. თუ მომხმარებლის გვერდზე განთავსებული განცხადებები ან რომელიმე განცხადება, ინფორმაცია ან/და ვიზუალური (ფოტო/ვიდეო) მასალა, არ შეესაბამება საიტის წინამდებარე წესებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შუამავალს მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების/შეტყობინების გარეშე ცალმხრივად შეუძლია აღნიშნული განცხადების, ინფორმაციისა ან/და ფოტო/ვიდეო მასალის წაშლა, საიტის წესებთან ან/და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მისი რედაქტირება ან/და მომხმარებლის პერმანენტული ან დროებითი დაბლოკვა და ზემოაღნიშნულ პირობებზე მომხმარებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას და და ის უარს ამბობს ამ მხრივ შუამავლის წინააღმდეგ მოთხოვნის, პრეტენზიის წაყენებისგან.
1.13. ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებებზე შუამავალს შეუძლია განაცხადოს (მონიშნოს, შეაფასოს), რომ აღნიშნული განცხადებები მისი სუბიექტური პოზიციით (შეხედულებით) გამოირჩევიან სანდოობით (მაღალი ხარისხით). აღნიშნული შეფასება შუამავალს არ აკისრებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას და არ უნდა იქნეს განხილული როგორც რაიმეს გარანტია. შუამვალის მიერ განცხადების ხარიხის შეფასება ატარებს ზოგად სარეკომენდაციო ხასიათს და არ გააჩნია სამართლებრივი დატვირთვა (რაიმე მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი).
2. განცხადების განთავსება
2.1 ვებ-გვერდზე განცხადების განსათავსებლად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა და წინამდებარე წესებსა და პირობების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება. ასევე დადასტურება რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული მომსახურების რეალიზაციის უფლება.
2.2. მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
2.3 განთავსებული განცხადება (მათ შორის ფოტო მასალა) არ უნდა შეიცავდეს პირადი ხასიათის (პირის მაიდენტიფიცირებელ) ინფორმაციას (მაგალითად საცხოვრებელ მისამართი, ავტომობილის ნომერი და სხვა მსგავსი) გარდა სახელისა და ტელეფონის ნომრისა. მომხმარებელი (განმცხადებელი) ვალდებულია განცხადება შეადგინოს ზოგადი შინაარსის ინდივიდუალური ანდა პირადი მინიშნებების ანდა მახასიათებლების გარეშე.
2.4 არავის აქვს ვებ გვერდზე რაიმე სახის მათ შორის განთავსებული განცხადებების ("კონტენტის") ცვლილების უფლება; აღნიშნულის ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ შუამავალს.
2.6 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების შესაბამისად განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. აკრძალულია განცხადებაზე ატვირთულ სურათებზე პირადი ნომრების, ტელეფონის ან ავტომობილის ნომრის, მისამართის, პროდუქციის ჩამონათვალისა და ფასების მითითება. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს მოცემული განცხადების აღწერაში/ტექსტში, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადება საიტიდან წაიშლება ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მომხმარებლის დაბლოკვა უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
2.5 საიტზე განცხადების დამატების უფლება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. თუ განცხადება განათავსა 18 წლამდე მომხმარებელმა ან/და რეგისტრირებული მომხმარებლის გვერდზე 18 წლამდე ასაკის პირმა, დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე პასუხს აგებს თავად მომხმარებელი ან/და 18 წლამდე ასაკის პირი ანდა მისი კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე).
2.7 საიტზე ერთი მომხმარებლის განცხადებები არ უნდა მეორდებოდეს (არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება).
2.8 აკრძალულია განცხადებაში ე.წ. „თეგების“ გამოყენება. ასევე დაუშვებელია განმცხადებლის მიერ განცხადების წაშლა და შემდეგ იგივე განცხადების ხელახლა განთავსება რაც რეალურად გულისხმობს განცხადების ვადის განახლებას;
2.9 მომხმარებელს შეუძლია განათავსოს განცხადება პროდუქციის ან/და მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურება აუცილებლად უნდა მიეკუთვნებოდეს საიტზე არსებულ შესაბამის კატეგორიებს.
- A.არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, საჯარო წესრიგის ან სხვათა უფლებების (საავტორო ან სხვა) დამრღვევი, მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
- B.მიზნად არ უნდა ისახავდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
- C.არ უნდა შეიცავდეს უცენზურო სიტყვებს ანდა გამოსახულებებს.
- D.ინფორმაციას მოპარული, ან ყალბი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.
- E.არ უნდა ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
- F.არ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის პატივს, ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
- G.არ უნდა შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკურ, უმცირესობათა ანდა რაიმე სახის დისკრიმინაციას.
- H.არ უნდა შეიცავდეს ინტიმურ, ანდა პორნოგრაფიულ მონაცემებს (ინფორმაციას).
- I.არ უნდა შეიცავდეს განცხადების ობიექტისგან განსხვავებული სარეკლამო ინფორმაციას ქონების, თუ მომსახურების, ან შუამავალის შესახებ.
- J.არ უნდა შეიცავდეს მესამე წყაროდან ჩასმულ კოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენებების მიხედვით თანხის გამომუშავება.
2.11 განცხადების სათაურში და განცხადების ტექსტში (აღწერაში) დაუშვებელია ტელეფონის ნომრის მითითება;
2.12 მომხმარებელი არ უნდა დაეყრდნოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციას იმ ვარაუდით რომ განთავსებული ინფორმაცია ლეგალურია.
VIP განცხადებები (პირობები და ინსტრუქცია)
VIP განცხადება განთავსდება ვებ-გვერდის ნებისმიერი შესაბამისი კატეგორიის ზედა ნაწილში. თითოეულ გვერდზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 VIP განცხადების არსებობა და მათი განახლება მოხდება ავტომატურად (შემთხვევითობის პრინციპით).
3. შუამავალის უფლებები და მოვალეობები
3.1 შუამავალი არ არის არცერთი ხელშეკრულების, გარიგების ანდა შეთანხმების მხარე (გარდა იმ შეთანხმებებისა რომლის მხარედაც ის უშუალოდ და არაორაზროვნად არის მითითებული) და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის.
3.2 შუამავალი არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
3.3 შუამავალს უფლება აქვს მომხმარებლის ის მონაცემები (მობილურის/ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სოციალური ქსელების ანგარიში/მისამართი, პირადი ვებ-გვერდი, სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა ნებისმიერი პირადი მონაცემები) რომელიც მომხმარებელმა ამ საიტის წესების დაცვით განათავსა ან დაარეგისტრირა საიტზე, გამოიყენოს შუამავალის სარეკლამო, მარკეტინგული, კომერციული, სხვა ეკონომიკური ან/და არაეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის.
3.4 შუამავალი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა რეალურ მონაცემებს.
3.5 შუამავალს უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით, ასევე იმ მომხმარებლის პროფილი, რომელმაც ის განათავსა და ასევე უფლება აქვს დაბლოკოს აღნიშნული მომხმარებელი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების (შეტყობინების) გარეშე.
3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში შუამავალს უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ანდა IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
3.7 ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ანდა განცხადება არის შუამავალის საკუთრება და შესაბამისად მაქვს აქვს აღნიშნული ინფორმაციის ანდა განცხადების შეუზღუდავად განკარგვის უფლება.
3.8 ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი განცხადება შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიბაროს შუამავალმა და მისცეს სხვა პირს, რაც გულისხმობს განცხადებაზე ნომრის და სახელის შეცვლის უფლებას. ასევე შუამავალს უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
3.10 შუამავალი არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას საიტის პერმანენტულ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
3.9 შუამავალი არავის წინაშე, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე, ცვლილებაზე ანდა დაზიანებაზე.
3.11 შუამავალს აქვს სრული და უპირობო უფლება ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი სახით შეცვალოს (დააკორექტიროს) ანდა გადააკეთოს ვებ-გვერდი. ეს უფლება ასევე სრულად (დამატებითი პირობების ანდა დათქმების გარეშე) მოიცავს ვებ-გვერდიდან ნებისმიერი ინფორმაციის (მასალის) წაშლის უფლებას, მათ შორის განცხადების წაშლის, ნებისმიერი ფორმით კორექტირების ანდა გადატანის უფლებას.
3.12 შუამავალს უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი უპირობოდ და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
3.13 შუამავალს შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე, იმ პირობით, რომ შეცვლილი შეთანხმება ასახული იქნება საიტის მოხმარების წესების ან/და პოლიტიკის განყოფილებაში.
3.14. შუამავალს უფლება აქვს შეიტანოს ნებისმიერი სახის ცვლილება საიტის წინამდებარე მოხმარების წესებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები
4.1 მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები წარმოიქმნება საიტზე პირველი წვდომის მომენტიდან.