აზომვითი ნახაზები აუცილებელია, როცა საჭიროა ფართის ზუსტი ტექნიკური დოკუმენტაცია — იქნება ეს ინტერიერის პროექტირება, ლეგალიზაცია, ბანკში წარსადგენი დოკუმენტაცია თუ საკუთრების უფლების დარეგისტრირება. ინჟინერი ადგილზე ზომავს ფართს სპეციალური ხელსაწყოებით და ამზადებს ზუსტ ნახაზს, რომელიც ასახავს ფართის რეალურ განლაგებას.

აზომვითი ნახაზი ხშირად წინაპირობაა შემდგომი სამუშაოებისთვის, მაგალითად ინტერიერის დიზაინის პროექტის შედგენის ან საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციისთვის. ზუსტი და პროფესიონალურად შესრულებული ნახაზი ამცირებს შემდგომი შეცდომებისა და ბიუროკრატიული პრობლემების რისკს.

momsaxurebebi.ge-ზე შეგიძლიათ იპოვოთ გამოცდილი ინჟინერი, რომელიც სწრაფად და ზუსტად მოამზადებს თქვენთვის საჭირო აზომვით დოკუმენტაციას.

 

აზომვითი ნახაზები

 
აზომვითი ნახაზები, გეოდეზია, ტოპოგრაფია (სერთიფიცირებული)
VIP
გიორგი
თბილისი
0 შეფასება

აზომვითი ნახაზები, გეოდეზია, ტოპოგრაფია (სერთიფიცირებული)

მრავალწლიანი გამოცდილების სერთიფიცირებული ამზომველი და საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ✅ საკადასტრო ნახაზის მომზადება; ✅ შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება; ✅ ტოპოგრაფიული ნახაზის მომზადება; ✅ ნაკვეთის წერტილების დადგენა (დაკვალვა); ✅ დაკვალვის აქტის შედგენა; ✅ ნაკვეთის გაყოფა და გაერთიანება; ✅ სიტუაციური ნახაზის მომზადება; ✅ სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული კონსულტაცია; ✅ ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენა; ✅ სარეგისტრაციო დოკუმენტების მოძიება; ✅ საჯარო რეესტრის ავტორიზებული პირის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის მიღება. სამუშაოები სრულდება უმაღლესი ხარისხის აპარატურით, მაღალი სიზუსტით, სწრაფად და მისაღებ ფასად!

ტელ: 599 13 * * * * ტელ: 599 13 76 06
სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები
VIP
სანდრო
თბილისი
0 შეფასება

სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები

საპროექტო კომპანია „პოინტ ჯგუფი“ გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: - შიდა ნახაზების მომზადება; - მიწის საკადასტრო ნახაზების მომზადება (საჯარო რეესტრის სერტიფიცირებული დოკუმენტაციით); - მიწის ნაკვეთების გამიჯვნა-გაერთიანების ნახაზების მომზადება; - წითელი ხაზების დადგენა და კორექტირება; - წითელი ხაზების დაკვალვა; - სამშენებლო და საპროექტო ღერძების დაკვალვა; - ტოპოგრაფიული გეგმის მომზადება; - სიტუაციური ნახაზების შედგენა; - ორთოფოტოს მომზადება; - მოცულობის დათვლა; - არქიტექტურული პროექტი და შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დადგენა (41-ე დადგენილება); - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (გაპი); - ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის (გრგ) მომზადება.

ტელ: 568 51 * * * * ტელ: 568 51 53 00
სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები და ტოპო
VIP
შორენა გიორგაძე
თბილისი
0 შეფასება

სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები და ტოპო

აზომვითი ნახაზები თბილისსა და მთელ საქართველოში. გთავაზობთ მაღალი ხარისხის საინჟინრო სერვისებს: 1) აზომვითი ნახაზების დამზადება (ყველა ტიპის აზომვა); 2) ტოპოგრაფია (ტოპოგრაფიული გეგმის დამზადება); 3) ფასადი და ჭრილი: ფასადის აზომვა, შენობის 3D მოდელის აგება; 4) დაკვალვა; 5) საევაკუაციო გეგმების დამზადება; 6) ლეგალიზაციის ნახაზების დამზადება; 7) გამიჯვნა-გაერთიანება; 8) აეროგადაღება დრონით; 9) ორთოფოტოების დამზადება დრონებით (კოორდინატებში სწორად). გამოცდილი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გემსახურებათ; 10) კოლონების დაკვალვა (შენობის კოლონის ღერძების, ანუ ცენტრების დასმა); 11) გეოდეზია, ყველა ტიპის გეოდეზიური მომსახურება.

ტელ: 558 17 * * * * ტელ: 558 17 10 45
აზომვითი ნახაზები, დრონირება, პროექტირება
VIP
გისმენ/GISMAN
თბილისი
0 შეფასება

აზომვითი ნახაზები, დრონირება, პროექტირება

ტოპო-გეოდეზიური, დრონით და საპროექტო მომსახურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები: - გამიჯვნა, დაყოფა, გაერთიანება, სერვიტუტით დატვირთვა. შიდა აზომვითი ნახაზები: - ბინის, სარდაფის, სხვენის, ავტოფარეხისა და კომერციული ფართის დარეგისტრირება, გამიჯვნა, გაერთიანება. დაკვალვა (საზღვრების მონიშვნა ადგილზე): - ნაკვეთის კუთხეების საზღვრებისა და ასაშენებელი შენობის გაბარიტების; - სამშენებლო ობიექტზე კოლონებისა და ღერძების. სიტუაციური ნახაზების მომზადება: - ობიექტის მდებარეობის სქემა; - საევაკუაციო გეგმები; - ტერიტორიის ტოპოგეგმა; - ნაკვეთზე გასაშენებელი მცენარეული კულტურების დაგეგმარება. მომსახურება დრონით: - ორთოფოტო, ფოტოგრამეტრია, ნაკვეთის ფოტო-ვიდეო გადაღება სხვადასხვა რაკურსით. მიწისქვეშა კომუნიკაციების ადგილმდებარეობის დეტალური მოკვლევა. პროექტირება: - გაპი: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, I ეტაპი; - ღობის, შენობა-ნაგებობისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების (წყალი, წყალარინება, სანიაღვრე, სადრენაჟე, გაზი) პროექტირება. საშემსრულებლო ნახაზები: - წყლის, წყალარინების, სანიაღვრე და დრენაჟის ქსელის; - შესრულებული პროექტის სხვადასხვა დამკვეთ ორგანიზაციაში ჩასაბარებლად (ჯივიპი, გაერთიანებული წყლების კომპანია, ენერგოპრო და ა.შ.). სამუშაოები სრულდება მაღალი სიზუსტის თანამედროვე საზომი მოწყობილობებით (GPS, Total Station, დრონი).

ტელ: 596 67 * * * * ტელ: 596 67 21 21
სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები
VIP
დავითი
თბილისი
0 შეფასება

სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები

გთავაზობთ პროფესიონალურ საკადასტრო და შიდა აზომვით მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, მოქმედი კანონმდებლობისა და 315-ე დადგენილების ახალი სტანდარტის სრული დაცვით. ყველა სამუშაო სრულდება ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად და საჯარო რეესტრში წარსადგენად მზა ფორმატში. ✔ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა – მიწის გამიჯვნა – მიწის ნაკვეთების გაერთიანება ✔ ბინის შიდა აზომვა – შიდა ფართების ზუსტი გაზომვა – ბინის გამიჯვნა და გაერთიანება ✔ დაკვალვა (საზღვრების მონიშვნა ადგილზე) – მიწის ნაკვეთის საზღვრების რეალურ გარემოში გადატანა – მონიშვნა საკადასტრო მონაცემების მიხედვით ✔ სიტუაციური ნახაზის მომზადება – ობიექტის მდებარეობის სქემა – საჭიროების შემთხვევაში მშენებლობისა და რეგისტრაციისთვის ✔ იურიდიული კონსულტაცია საკადასტრო საკითხებზე – საკუთრების რეგისტრაცია – მონაცემების გასწორება – რეესტრთან დაკავშირებული პროცედურების განმარტება * ყველა აზომვითი და საკადასტრო სამუშაო სრულდება 315-ე დადგენილების შესაბამისად, ახალი ტექნიკური სტანდარტისა და მოთხოვნების დაცვით. * დოკუმენტაცია მზადდება საჯარო რეესტრისთვის მისაღებ ფორმატში. * სამუშაოები სრულდება თანამედროვე საზომი მოწყობილობებით (GPS / Total Station). * უზრუნველყოფილია მაღალი სიზუსტე და შედეგის შესაბამისობა რეესტრის მოთხოვნებთან. ✔ ზუსტი აზომვა ✔ გამართული და ოფიციალური ნახაზები ✔ რეესტრში წარსადგენად მზა დოკუმენტაცია ✔ კონსულტაცია პროცესის ყველა ეტაპზე დაგეგმვის, კონსულტაციისა და დეტალების დასაზუსტებლად დამიკავშირდით. დარეკეთ და ზუსტ ვადასა და სამუშაოს ღირებულებას გეტყვით.

ტელ: 591 80 * * * * ტელ: 591 80 89 01
შიდა, საკადასტრო და აზომვითი ნახაზები
VIP
სოსო
თბილისი
0 შეფასება

შიდა, საკადასტრო და აზომვითი ნახაზები

„საიზი“: აზომვითი ნახაზების მომზადება (აზომვა, ნახაზი) ხელმისაწვდომ ფასად. გარანტიით!!! მოგიძებნით მიწის ნაკვეთის დაკარგულ დოკუმენტაციას ყველა არსებული გზისა და საშუალების გამოყენებით. თუ ჩვენი კვლევა უშედეგო იქნება, ესე იგი, ვერავინ სხვა ვერ იპოვის. თუ მაინც მოხდა სასწაული და საბუთები იპოვეთ, თანხა დაგიბრუნდებათ. დაგირეგისტრირებთ დაკავებულ მიწის ნაკვეთებს. გთავაზობთ ბინის, სხვენის, სარდაფისა და ავტოფარეხის შიდა აზომვითი ნახაზების, საკადასტრო (მიწის ნაკვეთის) და ტოპო ნახაზების მომზადებას, ორთოფოტოების დამზადებას, ნაკვეთების გამიჯვნას, გაერთიანებასა და დაკვალვას. ნახაზები მზადდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს 388-ე და 2024 წლის 3 ოქტომბრის 315-ე დადგენილებებით განსაზღვრული სტანდარტებით.

ტელ: 599 40 * * * * ტელ: 599 40 96 76
სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები
VIP
ამირანი
თბილისი
0 შეფასება

სერტიფიცირებული აზომვითი ნახაზები

სრული საამზომველო მომსახურება. ჩვენთან უმაღლესი დონის პროფესიონალები გემსახურებათ. კომპანია GEOCADASTRI 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთი მსხვილი და მცირე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. ჩვენთან თანამშრომლობა ნდობას, პატიოსნებასა და პროფესიონალიზმს ნიშნავს. ჩვენი სერვისები: 1) აზომვითი ნახაზების დამზადება მაღალი სიზუსტის GPS მოწყობილობებითა და ელექტრონული ტახეომეტრით; 2) წერტილების დასმა მიწის ნაკვეთზე მაღალი სიზუსტის GPS-ით; 3) ტოპოგრაფიული გეგმის შედგენა (Leica-სა და Stonex-ის უახლესი GPS მოწყობილობებითა და ელექტრონული ტახეომეტრით); 4) შიდა აზომვა (ახალი რეგულაციებისა და სტანდარტის მიხედვით); 5) დაკვალვა-დემარკაცია (წითელი ხაზების მოძიება, პროექტის მიხედვით შენობის დაკვალვა); 6) ფასადის აზომვა, ფასადისა და ჭრილის დახაზვა; 7) საკადასტრო და მიწის აზომვა; 8) გეოდეზია (სრული გეოდეზიური მომსახურება); 9) მომსახურება დრონებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით, აეროგადაღება; 10) ორთოფოტოები და რელიეფი: კოორდინატებში გასწორებული ორთოფოტოების დამზადება RTK მოდულებით აღჭურვილი დრონებით WGS 84 პროექციასა და UTM კოორდინატთა სისტემაში; 11) რელიეფის სამგანზომილებიანი მოდელის აგება, სრული DMS და DSM მოდელის დამზადება; 12) ლიდარი, ლიდარული სკანირება, ლიდარული დრონი, ტოპოგრაფიის დამზადება ლიდარული დრონით; 13) ტოპოგრაფია დრონით (RTK მოდულებით აღჭურვილი დრონებით მომსახურება, ფოტოგრამეტრიული და ლიდარული); 14) ბათიმეტრია, ფსკერის დეტალური ტოპოგრაფია.

ტელ: 597 77 * * * * ტელ: 597 77 33 26
აზომვითი მომსახურება: ყველა ტიპის აზომვა და ტოპოგრაფია
VIP
აზომვები
თბილისი
0 შეფასება

აზომვითი მომსახურება: ყველა ტიპის აზომვა და ტოპოგრაფია

ვმუშაობთ Leica, Trimble და Stonex-ის აპარატურით. გვაქვს GPS სისტემები, მაღალი სიზუსტის ელექტრონული ტახეომეტრები (Total Station) და უპილოტო საფრენი აპარატები. ჩვენი სერვისები: აზომვითი სამუშაოები, სრული საამზომველო მომსახურება: - შიდა აზომვა და ფართის დაზუსტება; - მიწის აზომვა და საკადასტრო აზომვა; - წერტილების დასმა მიწის ნაკვეთზე; - წითელი ხაზების დადგენა და დაფიქსირება; - ტოპოგრაფიული გეგმის შედგენა; - ნებისმიერი ტიპის ტოპოგრაფიული რუკის მომზადება; - აეროგადაღება და ორთოფოტოების დამზადება დრონებით. საინჟინრო დრონებისა და მაღალი სიზუსტის გეოდეზიური აპარატურის გამოყენებით უმოკლეს დროში მოგიმზადებთ მაღალი სიზუსტისა და გარჩევადობის ორთოფოტოებს და რელიეფის სივრცით მოდელს (ტოპოგრაფია დრონით); - მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა ტიპის მომსახურება. მომსახურებას ვახორციელებთ საქართველოს ყველა რეგიონში.

ტელ: 593 36 * * * * ტელ: 593 36 08 60
აზომვითი ნახაზები და 3D მოცულობითი ანაზომი
VIP
sopo
თბილისი
0 შეფასება

აზომვითი ნახაზები და 3D მოცულობითი ანაზომი

არქიტექტურის სფეროში 15-წლიანი პროფესიული გამოცდილებით გთავაზობთ შენობების, კერძო სახლების, ბინებისა და კომერციული სივრცეების ზუსტ აზომვას და არსებული მდგომარეობის აზომვითი ნახაზების მომზადებას. ადგილზე ობიექტს დეტალურად ვზომავთ, რის საფუძველზეც მზადდება 2D აზომვითი ნახაზები და, საჭიროების შემთხვევაში, შენობის ან სივრცის 3D მოცულობითი მოდელი. ასევე ვამზადებთ საჯარო რეესტრში წარსადგენ აზომვით ნახაზებსა და შესაბამის გრაფიკულ მასალას. ✓ ადგილზე ზუსტი აზომვა; ✓ სართულების გეგმები; ✓ კედლების, ღიობების, კარ-ფანჯრებისა და ძირითადი ელემენტების დაფიქსირება; ✓ არსებული მდგომარეობის ნახაზები; ✓ 2D აზომვითი ნახაზები; ✓ 3D მოცულობითი მოდელი ArchiCAD-ში; ✓ ჭრილები და ფასადები, საჭიროების მიხედვით; ✓ ფაილების მომზადება DWG / PDF / PLA / SHP ფორმატებში; ✓ სამუშაო ფაილების გადაცემა შემდგომი პროექტირების, რეკონსტრუქციის ან ინტერიერის დიზაინისთვის. მომსახურება განკუთვნილია როგორც კერძო დამკვეთებისთვის, ასევე არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისთვის, სამშენებლო და საპროექტო კომპანიებისთვის.

ტელ: 558 30 * * * * ტელ: 558 30 91 91
LiDAR სკანირება დრონით და ტოპოგრაფიული აზომვები
VIP
შპს საქლიდარ სისტემები
თბილისი
0 შეფასება

LiDAR სკანირება დრონით და ტოპოგრაფიული აზომვები

შპს „საქლიდარ სისტემები“ გთავაზობთ მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული რუკებისა და ორთოფოტოების მომზადებას უახლესი DJI Matrice 400 RTK დრონისა და DJI Zenmuse L3 LiDAR სისტემის გამოყენებით. ✅ ტექნოლოგია მოკლე ვადაში ზუსტად ასახავს რთულ რელიეფს, მცენარეულ საფარსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ციფრულად. რას იღებს დამკვეთი (Deliverables): ✅ ციფრული რელიეფის მოდელი (DTM / DEM) ✅ 3D Point Cloud (LAS / LAZ) ✅ ორთოფოტო (GeoTIFF) ✅ კონტურები (იზოჰიფსები), მოთხოვნის მიხედვით ✅ CAD ფაილები (DWG / DXF) ✅ GIS მონაცემები (SHP) ✅ დამუშავებული მოდელის ხარისხის ანგარიში (DJI Terra Quality report) ✅ სურვილისამებრ: ფერდობების ანალიზი და მოცულობების დათვლა (Cut/Fill) გამოყენების კონკრეტული სცენარები საქართველოში: ინფრასტრუქტურა: - გზები, გვირაბები, ხიდები; - მთის ფერდობები; - მიწის ჩამოშლის რისკის ანალიზი. ურბანული განვითარება: - გენგეგმის მომზადება; - ახალი უბნების 3D მოდელები; - მიწის ნაკვეთების ზუსტი ტოპო. გარემო და რესურსები: - ტყის LiDAR სკანირება; - ეროზიის მონიტორინგი; - მდინარის კალაპოტის მოდელირება. მშენებლობა: - საწყისი ტოპოგრაფია; - მშენებლობის პროგრესის კონტროლი; - მიწის სამუშაოების მოცულობები (cut and fill). დაგვიკავშირდით და პროფესიონალურ კონსულტაციას მიიღებთ! გეოდეზიური სერვისები, დრონით აზომვა, ორთოფოტო, მშენებლობის მონიტორინგი, ლიდარით სკანირება, ტოპოგრაფია დრონით, დაკვალვა, აგეგმვა, კარიერის აზომვა, Topo/ტოპო გეგმის მომზადება.

ტელ: 511 70 * * * * ტელ: 511 70 03 00




აზომვითი ნახაზები – რა უნდა იცოდეთ

აზომვითი ნახაზები გჭირდებათ ბინის ან შენობის რეალური ზომების ზუსტად ასახვისთვის, მაგალითად რემონტის, გადაკეთების ან დოკუმენტაციის მომზადებისას.

რას მიაქციოთ ყურადღება არჩევისას

  • დააზუსტეთ ნახაზის ფორმატი და რა დანიშნულებით გჭირდებათ
  • შეათანხმეთ ობიექტზე გამოცხადებისა და ნახაზის მიწოდების ვადა
  • ფასი, როგორც წესი, ფართობზეა დამოკიდებული

momsaxurebebi.ge-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ კატეგორიაში „აზომვითი ნახაზები“ განთავსებულ განცხადებებს, შეადაროთ შეთავაზებები და უშუალოდ დაუკავშირდეთ მიმწოდებელს.

როგორ შევადაროთ შეთავაზებები

კატეგორიაში „აზომვითი ნახაზები“ განცხადებები სხვადასხვა მიმწოდებლისგან გხვდებათ, ამიტომ ღირს რამდენიმე შეთავაზების გადახედვა. შეადარეთ არა მხოლოდ ფასი, არამედ გამოცდილება, შესრულების ვადა და გარანტიის პირობები. თუ რამე გაუგებარია, დაუსვით შეკითხვა სამუშაოს დაწყებამდე.

ხშირი კითხვები

რა განსაზღვრავს ფასს? ფასი, როგორც წესი, სამუშაოს მოცულობაზე, სირთულესა და ვადებზეა დამოკიდებული. ზუსტი თანხის გასაგებად აუხსენით მიმწოდებელს თქვენი საჭიროება და მოითხოვეთ წინასწარი შეფასება.

როგორ დავუკავშირდე მიმწოდებელს? აირჩიეთ სასურველი განცხადება და გამოიყენეთ მასში მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია.

რა დავაფიქსირო შეთანხმებისას? დაწერეთ ფასი, ვადა, სამუშაოს ჩამონათვალი და გარანტიის პირობები, რომ ორივე მხარისთვის ყველაფერი ნათელი იყოს.