VIP
სასაწყობე ფართის გაქირავება
კონტეინერების საწყობის ახალი სერვისი ჯეორენტისგან!
შეინახეთ ნებისმიერი მოცულობის ნივთი სასურველი დროით!
რა არის კონტეინერების საწყობი?
ეს თანამედროვე ტიპის სერვისია, სადაც შეგიძლიათ უსაფრთხო და დაცული სივრცე იქირაოთ როგორც პატარა ყუთისთვის, ისე მოცულობითი ტვირთისთვის, თქვენი ნივთების, ავეჯის, არქივის ან საქონლის შესანახად. თქვენ თვითონ წყვეტთ, რა დროით და რა მოცულობის ადგილი გჭირდებათ.
- თუ სახლში ნივთებისთვის ადგილი აღარ გრჩებათ;
- თუ რემონტი გაქვთ და ნივთების შესანახად დროებითი სივრცე გჭირდებათ;
- თუ ბიზნესი გაქვთ და ოფისი ზედმეტი ნივთებით გადატვირთულია, რომლის შესანახი ადგილიც არ გაქვთ;
- თუ სეზონური ნივთების (სეზონური საბურავები, თხილამურები და ა.შ.) შენახვა გჭირდებათ და სახლში ადგილი არ გაქვთ.
ჩვენი საწყობი სწორედ ამ პრობლემას გადაგიჭრით!
ვის გამოადგება?
- ოჯახებს: როცა რემონტი გაქვთ და ნივთებისთვის დროებითი სივრცე გჭირდებათ;
- ბიზნესებს: საქონლის, არქივის ან ტექნიკის შესანახად;
- ყველას, ვისაც ყოველდღიურობაში მეტი სივრცე სჭირდება.
ჯეორენტის ახალი მინი კონტეინერები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც პრაქტიკულობა მნიშვნელოვანია. ისინი კომპაქტურად იტევს ყველაფერს, ზედმეტი ხარჯების გარეშე!
იქირავეთ თქვენს საჭიროებაზე მორგებული სხვადასხვა ზომის (8ft / 9ft / 10ft) მინი კონტეინერი, ადგილზე დასაწყობების შესაძლებლობით, და მარტივად გამოიყენეთ!