VIP
ძველი ავეჯის გადაყრა და ნარჩენების გატანა
სამშენებლო ნარჩენების გატანა, ტვირთის გადაზიდვა, სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება, ძველი ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გატანა-გადატანა, ბინების, ოფისებისა და კომერციული ფართების დაცლა და გადაზიდვა თბილისსა და მის შემოგარენში.
სატრანსპორტო მომსახურება და არასახიფათო ნარჩენების მართვა/ტრანსპორტირება.
მოქმედების არეალი: ქ. თბილისი და მიმდებარე მუნიციპალიტეტები.
საქმიანობის დეტალური მიმოხილვა: აღნიშნული საქმიანობა მოიცავს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და დასუფთავების მომსახურების გაწევას.
ძირითადი პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება: არასახიფათო სამშენებლო ნარჩენების (რომლებიც ობიექტებიდან, ანუ ბინებიდან, ოფისებიდან, კომერციული ფართებიდან რემონტის, დემონტაჟისა თუ დასუფთავების შედეგად წარმოიქმნა), ასევე ძველი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის შეგროვება, დატვირთვა და ტრანსპორტირება. ნარჩენების გატანა ჩემს საკუთრებაში არსებული ავტოტრანსპორტით ხორციელდება (იხ. ფოტოები) და მათი განთავსება მხოლოდ ოფიციალურად ნებადართულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე ხდება.
საქმიანობის განხორციელებისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენცია. ტრანსპორტირების პროცესში ტვირთი და ნარჩენები შესაბამისად გადაიხურება და დაფიქსირდება, რათა ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების გაფრქვევა ან გზებზე ნარჩენების დაფანტვა გამოირიცხოს. საქმიანობა არ მოიცავს სახიფათო ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას.