ვინდოუსის გადაყენება
IT ტექნიკოსი ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესია
ჩცენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება, იცვლება, ახლდება და იქმნება.
რეალურ სამყაროში მყოფებს მაინც ვირტუალურ სამყაროში გვიწევს დროის გატარება და შესაბამისად დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება პროფესიები, რომელიც ციფრულ სამყაროს უკავშირდება.
და მაინც რა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი IT პროფესიები?
IT Support Specialist (IT ტექნიკოსი) – კომპიუტერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და სისტემური პრობლემების გადაჭრა;
System Administrator – სერვერებისა და სამუშაო სადგურების მართვა, ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
Helpdesk Support (ტექნიკური მხარდაჭერა) – მომხმარებლების დახმარება კომპიუტერული პრობლემების მოგვარებაში;
Cybersecurity Specialist (კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი) – სისტემების გაწმენდა ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან;
ფრილანსერი ან სერვის ცენტრის ტექნიკოსი – ვინდოუსის გადაყენება, კომპიუტერის შეკეთება და ოპტიმიზაცია.
როგორც იცით ვინდოუსის გადაყენება და კომპიუტერული სისტემების გამართვა მიეკუთვნება IT (ინფორმაციული ტექნოლოგიების) და ტექნიკური მხარდაჭერის (Technical Support) სფეროს.
შეიძლება თუ არა ვინდოუსის გადაყენებით კარგი შემოსავლის მიღება?
ციფრულ სამყაროში მაღალი ანაზღაურების მიღება რეალურია.
ხომ იცით, რომ ვინდოუსის გადაყენება პროფესიულ მომსახურებაა, განსაკუთრებით, თუ მას თან ახლავს დამატებითი სერვისები:
დრაივერების დაყენება;
პროგრამების ინსტალაცია;
ვირუსების გაწმენდა;
სისტემის ოპტიმიზაცია.
შესაბამისად ეს სფერო მოიცავს IT მხარდაჭერას, ტექნიკურ დახმარებას და კომპიუტერულ სერვისებს, რაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია.
ვის სჭირდება მსგავსი ტიპის მომსახურება? - ყველას.
✔ ფიზიკური პირები - ვისაც უჭირს Windows-ის გადაყენება;
✔ მცირე ბიზნესები - რომლებსაც არ ჰყავთ IT სპეციალისტები;
✔ გეიმერები - რომლებიც ეძებენ ოპტიმიზებულ სისტემებს.
შენ სერვისების შეთავაზება შეგიძლია განახორციელო როგორც ლოკალურად, ასევე უზრუნველყო ონლაინ კონსულტაციები.
და თუ უკვე ეძებ გზას ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად, აუცილებლად განაგრძე კითხვა.
იცი ვინ არის ფრილანსერი?
ეს შეიძლება იყო შენ, ადამიანი, რომელიც მუშაობს დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში შეგიძლია შეთავაზო მომსახურება კერძო კლიენტებს და არამხოლოდ:
✔ ვინდოუსის გადაყენება და დრაივერების დაყენება;
✔ ვირუსების გაწმენდა და ოპტიმიზაცია;
✔ მონაცემთა გადატანა და აღდგენა.
ახლა გაგიჩნდა კითხვა თუ როგორ და საიდან უნდა დაიწყო?
განათავსე განცხადებები სოციალურ ქსელებში, საიტებზე, ჯგუფებში, მიწერე გვერდებს და შესთავაზე მომსახურება.
არ დაგავიწყდეს: კმაყოფილი კლიენტი=ახალ მომხმარებელს.
თუ მოხერხებულიც ხარ, შეგიძლია ტექნიკის შეკეთება და ამასთანავე გაქვს საწყისი კაპიტალი, იქნებ იფიქრო სერვის ცენტრის ან პატარა IT სახელოსნოს შექმნაზე, სადაც შემდეგ სერვისებს შესთავაზებ კლიენტებს:
✔ ვინდოუსის გადაყენება და პროგრამების დაყენება;
✔ კომპიუტერის ნაწილების შეცვლა/შეკეთება;
✔ ლეპტოპების და კომპიუტერების გაწმენდა;
✔ IT მხარდაჭერა.
ახლა კი საინტერესო ნაწილზე გადავდივართ, მოდი განვიხილოთ ფასები:
ვინდოუსის გადაყენების ფასი დამოკიდებულია ლოკაციაზე, მომსახურების ხარისხზე და დამატებით სერვისებზე. საშუალო შემოსავალი ერთ მომსახურებაზე 30 – 150 ლარის ფარგლებში მერყეობს მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, თუ კომპლექსურ სერვისს შესთავაზებ, რათქმაუნდა მეტს გამოიმუშავებ.
მოდი განვიხილოთ რამდენიმე ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინო ფასის განსაზღვრისას:
საბაზისო ფასი
საქართველოში ვინდოუსის გადაყენების ფასები შეიძლება იყოს 30-150 ლარის ფარგლებში,რაც დამოკიდებულია;
მომსახურების ტიპზე - გააჩნია კლიენტთან თავად მიდიხარ თუ ის მოდის შენთან? რათქმაუნდა კლიენთან მისვლა უფრო ძვირია;
კლიენტის ტიპზე - ხომ იცი, რომ კომპანიები უფრო მეტს იხდიან, ვიდრე ფიზიკური პირები;
ისევ და ისევ დამატებითი სერვისები და ფასები:
უბრალოდ ვინდოუსის გადაყენება ანაზღაურებას ვერ გაგიზრდით, მაგრამ თუ დამატებით სერვისებს შესთავაზებ, შემოსავალსაც გაზრდი.
მაგალითად შეგიძლია კონკრეტული ღირებულების პაკეტი შექმნა, რომელიც რამოდენიმე მომსახურებას აერთიანებს.
რაც უფრო მიმზიდველად გამოიყურება პაკეტი, მით უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება.
მეტი სანდოობის გაზრდისთვის ან უბრალოდ ახალი კლიენტის მოსაზიდად პაკეტში რამე “უფასო” რომ იყოს, იდეალური იქნება.
მაგალითად: ტექნიკური მხარდაჭერა – კლიენტებს შეეძლებათ 1 თვე უფასო კონსულტაცია მიიღონ.
ახალი კლიენტების მოსაზიდად ძალიან კარგი გზაა კომპიუტერულ მაღაზიებთან თანამშრომლობა, ისინი მათთან მისულ კლიენტებს შენთან გადმოამისამართებენ. მსგავსი სიტუაციისთვის კი დაგჭირდება სავიზიტო ბარათები.
სხვათაშორის არც სარეკლამო ფლაერები არაა ურიგო გზა ცნობადობის გასაზრდელად. შეგიძლია დატოვო – უნივერსიტეტებში, IT კომპანიებში, ოფისებში.
მოკლედ, შესანიშნავი პროფესიაა მრავალმხრივი განვითარებით, მთავარია შენ არ შეწყვიტო ზრდა და სურვილი მეტის ცოდნის